დასავლური ტაბლოიდები ყოველ დღე ახალ ინფორმაციებს ავრცელებენ მეგან მარკლისა და პრინც ჰარის მოსალოდნელი ქორწილის შესახებ. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გრანდიოზული ცერემონია 2018 წლის მაისში, უინძორის სასახლეში გაიმართება, ცნობილი გახდა ისიც, რომ ქორწილამდე მარკლს რწმენისა და მოქალაქეობის შეცვლა მოუწევს.
სამეფო ოჯახში ცხოვრების სანაცვლოდ მეგანმა უკვე თქვა უარი სამსახიობო კარიერაზე. უახლოეს მომავალში ის კათოლიკედაც მოინათლება. ხოლო იმისათვის, რომ ოჯახის სრულუფლებიანი წევრიც გახდეს, მარკლი ბრიტანეთის მოქალაქეობას მიიღებს. შეუნარჩუნდება თუ არა მას ამერიკის მოქალაქეობა, უცნობია.