საყვარელი ქალის გამო პრინცმა ჰარიმ უკვე დაანება თავი მოწევას და ვარჯიში დაიწყო, თუმცა როგორც ჩანს, ეს სკამარისი არ არის. ამერიკელმა მსახიობმა გადაწყვიტა, რომ თავისი რჩეული მკაცრ დიეტაზე დასვას.
როგორც ინსაიდერები იტყობინებიან, 33 წლის პრინცის რაციონი ახლად გამოწურული ბოსტნეულის წვენებისა და საკვებისგან შედგება.
„მეგანმა ძალიან შეცვალა ჰარის კვების სისტემა. მან უკვე დაიკლო რამდენიმე კილოგრამი, რაც საკმაოდ ბევრია ადამიანისთვის, ვისაც ზედმეტი წონა, ფაქტობრივად, არ აწუხებს“, – განაცხადა ინსაიდერმა.
თავად მეგანი კი, რომელიც იოგას დიდი თაყვანისმცემელია, აღიარებს, რომ უპირატესობას მცენარეულ საკვებს ანიჭებს, უქმეებზე კი თავს კარტოფილი ფრის, ღვინისა და ნაყინის უფლებას აძლევს.