LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილში დაგვიანებული სიძე უმცროსმა ძმამ ჩაანაცვლა

118
Screenshot 2023-07-20 133542

ზამბიაში ქორწილი სიძის გარეშე ჩატარდა. გამოცემა Tuko-ს ინფორმაციით, ახალგაზრდას დააგვიანდა და მისი როლი უმცროსმა ძმამ შეასრულა.

საქორწინო ცერემონიის ორგანიზატორმა მუბიტა ნავამ დააზუსტა, რომ ქორწილი აქამდე ორჯერ გადაიგო, რადგან მამაკაცი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და ვიზის აღებას ვერ ასწრებდა. ჯვრისწერამდე ერთი კვირით ადრე სიძემ დარეკა და ყველა გააფრთხილა, რომ მოსვლას ვერ შეძლებდა, ამიტომ ცერემონიაზე მას უმცროსი ძმა ჩაანაცვლებდა.

„ეს ინფორმაცია პატარძალმა და ბიძამაც დამიდასტურეს. ეს ყველაზე უცნაური ცერემონია იყო, სადაც კი ოდესმე მიმუშავია. ქორწილი სიძის გარეშე ჩატარდა.“

ორგანიზატორმა ისიც დაამატა, რომ ეს ყველაზე სევდიანი ცერემონიაც იყო, რომელიც კი მას თავისი 30-წლიანი კარიერის განმავლობაში ოდესმე ჩაუტარებია.

„ვფიქრობ ეს ცალმხრივი ქორწინებაა, სადაც ქალს ძალიან უყვარს, კაცს კი სავარაუდოდ, არც ისე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები