ქორწინებასთან დაკავშირებით დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს საზოგადოებას საორგანიზაციო კომისია წარუდგენს, დადგენილების პროექტი პარლამენტმა 81 ხმით მიიღო.
კომისიაში 15 წევრი იქნება – დეპუტატები მანანა კობახიძე (კომისიის თავმჯდომარე), გუბაზ სანიკიძე, გია ვოლსკი, ეკა ბესელია, გიგა ბუკია, გოჩა ენუქიძე, კახა ოქრიაშვილი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე. კომისიის ფარგლებში იმუშავებს კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, რეჟისორი მერაბ თავაძე და თსუ-ს კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ნანა ჭიღლაძე.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ყალიბდება: – ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.
