ქრისტინე იმედაძე ახლახან გარდაცვლილ 37 წლის ბიზნესმენს, ირაკლი ჭკადუას განსაკუთრებულად ემოციური პოსტით ემშვიდობება და წერს, რომ ის საკუთარ სამეგობროში ძალიან ბევრ ადამიანს აერთიანებდა და დიდ სიყვარულს იტევდა:
„ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ, ჭკადუ… რასაც გინდა მივუმატებ და გამოვაკლებ, ოღონდ ამას ვერ დავაჯამებ… დროსთან შესაბამისობაში ვერ მოდის და პასუხი არასწორია!
ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და შენ ერთი, ამდენს როგორ იტევდი, ესეც ამოუხსნელია…
ერთხელ შენც გეთხოვა რამე ჩვენთვის… იქნებ შეგვეძლო…
რაღაცნაირად ობლად დაგვტოვე ყველა…
ვახ… ეს როგორ მყვარებიხარ, ბიჭო…
ეს მესიჯი სად გამოვუშვა, რომ პასუხი გამცე და მაცინო…“