LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულებას 90%-მდე სახელმწიფო აანაზღაურებს – ჯანდაცვის მინისტრი

160
ზურაბ აზარაშვილი

2026 წლისთვის იგეგმება, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფომ აანაზღაუროს. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს სურს, რომ მედიკამენტებს სამართლიანი ღირებულება ჰქონდეთ.

„დღეს განხილული რეფორმა, რომელიც რეფერენტულ ფასებს და ფარმაცევტულ ბაზარზე სხვადასხვა ცვლილებას ემსახურება, გულისხმობს იმას, რომ 2026 წლისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფომ უნდა უზრუნველვყოთ. თუ ჩვენს გეგმას პერიოდულად ნახულობთ, მას ძალიან მკაცრად მივყვებით.

სწორედ აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ სწორი ფასწარმოქმნა და მედიკამენტებზე სამართლიანი ფასები იყოს, რადგან პაციენტებს მედიკამენტების ღირებულების უდიდესი ნაწილი ჩვენ უნდა გადავუხადოთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.