კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი დაკავებულია. სუსის ინფორმაციით, მას ქრთამის აღება ედება ბრალად.
გამოძიების ინფორმაციით, ის სიღნაღის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და მერიის ხარჯებით 2019 წლის 15 აპრილს, კონცერტის გამართვა შესთავაზა.
თანხმობის მიღების სანაცვლოდ კი, საჯარო მოხელეს ქრთამის სახით 2 ათას 500 ლარის გადახდას დაჰპირდა და გზავნილის სახით გადაურიცხა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
