LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრთამის აღებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

102
bxvfb

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით გააყალბა საბუთები, რითაც ცდილობდა რეგიონიდან ხე-ტყის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ტრანპორტირებისთვის საჭირო ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადების და საგუშაგოზე უპრობლემოდ გატარების სანაცვლოდ, მოქალაქეს გამოართვა 5 400 ლარი.

„ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხე-ტყის ტრანსპორტირებაზე კონტროლის განხორციელება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის წარმომავლობის შესანიღბად, ტრანსპორტირებისათვის საჭირო, ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საგუშაგოზე უპრობლემოდ გატარების სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 5 400 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

magti 5g