LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა, მოგვიანებით, შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ბრალდებულებმა ცხედარი ტყის მასივში დატოვეს და წავიდნენ“ – შსს-მ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე 2 პირი დააკავა

2521
ზვიად ახრახაძე

ახალგაზრდა მამაკაცის, ზვიად ახრახაძის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ოჯახის წევრები 5 აპრილიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისათვის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები არიან 1992 წელს დაბადებული ი.მ. და 1985 წელს დაბადებული გ.მ.

„გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს თბილისში, გვიან ღამით, ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა 1995 წელს დაბადებული ზ.ა. მოგვიანებით, ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი – გ.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით გაემგზავრნენ.

სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

ზ.ა.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული…

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on ოთხშაბათი, 08 აპრილი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g