LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსენია სობჩაკი რუსეთში დაბრუნდა

85
ქსენია სობჩაკი

„ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი რუსეთში, ლატვიის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით დაბრუნდა“, ინფორმაციას ამის შესახებ RBC უსაფრთხოების ძალებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე ქსენია სობჩაკის დედა, სენატორი ლუდმილა ნარუსოვა, ასევე სობჩაკის ადვოკატი სერგეი ბადამშინი კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ქსენია სობჩაკმა ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი კომერციული დირექტორი, კირილ სუხანოვი, გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მაშინ სობჩაკი ბელარუსის გავლით, ლიეტუვაში გადავიდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამართალდამცველებმა მისი სახლი გაჩხრიკეს და ჟურნალისტის დაკავებაც იგეგმებოდა.

„ბარში იმედები გავუცრუე მეპატრონეს.. თბილისი შესანიშნავია, მაგრამ ხალხი ყველგან ხალხია“ – რას წერს ქსენია სობჩაკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g