ქურდი ინგლისის ერთ-ერთი სტუდენტური საცხოვრებლის გასაძარცვად მივიდა და პოლიციამ მისი პოვნა ადგილზე დატოვებული პირადი ნივთების დახმარებით შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ Nottinghamshire Live ავრცელებს.
43 წლის მუდასერ აჰმედი ქალაქის ცენტრში მდებარე საერთო საცხოვრებლის გასაქურდად წავიდა. თუმცა, საქმის დასრულება ვერ მოასწრო. ოთახიდან გამოსული ხმაური სტუდენტებმა გაიგეს და მაშინვე შიგნით შეღწევა სცადეს.
რამდენიმე წუთში აჰმედი გარეთ გამოვიდა და თან ზურგჩანთაც ჰქონდა. სტუდენტები მისი ვინაობით დაინტერესდნენ, რასაც ჩხუბი მოჰყვა და შეხლა შემოხლაში ქურდმა კბილი დაკარგა.
ერთმა სტუდენტმა ქურდს ზურგჩანთაც წაართვა, რის შემდეგაც მამაკაცი ადგილიდან მიიმალა. ჩანთის ნახვის შემდეგ მოპარულ ნივთებთან ერთად ქურდის დოკუმენტებიც აღმოაჩინეს.
აჰმედი პოლიციამ მალევე დააკავა.