ერაყის ქურთისტანის რეგიონის საინვესტიციო ფონდი საქართველოში ინვესტირებით ინტერესდება.
როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, დავით საგანელიძემ ფონდში ქურთისტანის საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი, კომპანია „აზექსიმ ოილ პეტროლის“-სა და „რეგან გრუპი“-ის პრეზიდენტი აჟდარ ასკერი მიიღო.
მათივე ცნობით, ერაყის რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ქურთისტანის ავტონომიური რესპუბლიკის კერძო საინვესტიციო ფონდი საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით ინტერესდება და საქართველოს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. ქურთისტანის საინვესტიციო ფონდი საქართველოში ნავთობაგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს და ენერგეტიკული სექტორის გარდა, ინვესტიციების დაბანდებას ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორშიც აპირებს.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ქურთისტანის საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელს აჟდარ ასკერს საპარტნიორო ფონდის მანდატი და ფუნქციები გააცნო. გაცნობით შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამმავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც.