LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისელი გოგონას გზა ჰარვარდის უნივერსიტეტამდე – ანასტასია ლელაძის 95%-იანი გრანტი

783
anastasia-leladze

ქუთაისელი მოსწავლე, 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდის უნივერსიტეტში 95%-იანი გრანტით ჩაირიცხა.

ის თავის სიხარულს ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს და განვლილ გზას აფასებს:

„გავიგე, რომ ქართველები სწავლობენ ჰარვარდში, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ჩაუბარებია საქართველოდან. ბოლო წლები საზღვარგარეთ სწავლობდნენ და ჰარვარდში იქიდან ჩაავარეს. ასე რომ, ეს მართლა ძალიან რთულია, მაგრამ იმის თქმა – იმდენად რთულია, რომ არც უნდა შეეჭიდო, არასწორი მგონია. შანსი სამი პროცენტი მქონდა, მაგრამ რომ არ გამეგზავნა, ნული მექნებოდა, ნამდვილად ღირდა…

კომაროვის სკოლის მოსწავლე „ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტში“ სრული დაფინანსებით ჩაირიცხა და სტიპენდიაც დაენიშნა

ინტერნეტში ვკითხულობდი დიდი რაოდენობით ინფორმაციას. მე და ჩემი მეგობარი ერთად ვემზადებოდით. უამრავი ძიების შედეგად დავადგინეთ, რა უნდა გვექნა. ბევრი შეცდომაც დავუშვით, მაგრამ გამოვიდა…“

როგორც ანასტასია აღნიშნავს, ჰარვარდის უნივერსიტეტში სულ 61 000 აპლიკაცია შევიდა და მხოლოდ 2000 ადამიანი მიიღეს.

“$340 000-ის დაფინანსება აიღო” – ვეკუას სკოლის მოსწავლე ნენე ჟვანია ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ აშშ-ს უნივერსიტეტში 200 000 დოლარიანი დაფინანსება მოიპოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g