LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში თიბისიმ განათლების სივრცე გახსნა

681
თიბისი

თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი – „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში, პროექტის ფარგლებში, მრავალფუნქციური სივრცეები მოეწყობა, სადაც მოსწავლეებს მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით დაკავება და მათთვის საინტერესო მიმართულებით ცოდნის გაღრმავება შეეძლებათ.

განათლების პირველი სივრცე ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში გაიხსნა.

განათლების სივრცის კონცეფცია სრულად მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული. სივრცე ითვალისწინებს მოდულარული მოწყობის პრინციპებსა და სხვადასხვა აქტივობას. ადგილზე შესაძლებელი იქნება ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და სასკოლო კლუბების აქტივობების გამართვა, როგორიცაა: ჭადრაკი, კითხვა, ვოკალი, სხვადასხვა ტიპის ვორქშოფი, მულტიმედია ფორმატის გაკვეთილები და სხვა. 

მოსწავლეები სივრცის სამეცადინოდაც გამოყენებას შეძლებენ, ამასთანავე გაეცნობიან მათი ასაკისა და ინტერესების შესაბამის ლიტერატურას როგორც სივრცეში მოწყობილ ბიბლიოთეკაში, ისე „საბას“ ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. 

თიბისის განათლების სივრცე ახალი თაობის მხარდასაჭერი ინიციატივაა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ მოზარდებს არაფორმალური განათლებისთვის მეტი დროის დათმობაში დაეხმარება. 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g