LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტის ახალ ტერმინალში ორიგინალური, მარკეტის ტიპის სწრაფი კვების ობიექტი მოეწყობა

119
33-e1536580963942

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ტერმინალში მგზავრებისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შეთავაზებისთვის ემზადება.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აუქციონი ჩამოფრენის დარბაზში არსებულ კვების ობიექტზე გამოცხადდება, სადაც ჩამომფრენი მგზავრების ქცევისა და საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებული იქნა მარკეტის ტიპის სწრაფი კვების ობიექტის კონცეფცია. ობიექტი მოემსახურება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომფრენ მგზავრებს, თუმცა აეროპორტის დაგეგმარებიდან გამომდინარე ის ხელმისაწვდომი იქნება, ასევე გამფრენი მგზავრებისთვისაც. სწორედ ამიტომ, სარეალიზაციო პროდუქციის ჩამონათვალი, სრულად დააკმაყოფილებს ორივე ტიპის მგზავრის საჭიროებებს.

პირობების თანახმად, კვების ობიექტის განთავსებით დაინტერესებულ პირებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ მსგავსი ტიპის (მარკეტის ტიპისა და ზოგიერთი ფუნქციის მატარებელი სწრაფი კვების ობიექტის) ობიექტის ან/და საზოგადოებრივი კვების ობიექტის, სხვადასხვა ლოკაციებზე ერთი სავაჭრო სახელითა და ნიშნით ოპერირების გამოცდილება.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ობიექტის ოპერირება აეროპორტისთვის შესაბამისი სტანდარტით, რაც ითვალისწინებს მაღალი ხარისხის პროდუქციის რეალიზაციას, ჰიგიენური ნორმების დაცვასა და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფას.

ქუთასის საერთაშორისო აეროპორტის ახალ ტერმინალში მსგავსი ტიპის კვების ობიექტების მოწყობით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე [email protected]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები