საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივად დაბრუნების პროცესი გრძელდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სპეციალური რეისით, ათენიდან სამშობლოში 180 ადამიანი დაბრუნდა.
მგზავრებმა აეროპორტში გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც, აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსებით, საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.
ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.