ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა. შემთხვევის დროს ხარაჩოზე არავინ იდგა. ჩამოშლის მიზეზი სავარაუდოდ ძლიერი ქარი გახდა.
დავით აღმაშენებლის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს და ადგილზე რკინის კონსტრუქცია ამ მიზეზით დგას.
ფოტოს ავტორი: ქუთაისი პოსტი