LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა

98
kutsaisi-airport-passengers

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, 2022 წლის აპრილი-მაისის მონაცემებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა პანდემიამდელ ნიშნულს აჭარბებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 111%, რეისების რაოდენობის კი 115 % აღდგა.

„ძალიან გვახარებს, რომ 2022 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკით დაიწყო. მგზავრთნაკადის კუთხით მზარდი ტენდენცია პირველი ოთხი თვის მანძილზე შეიმჩნეოდა. მაისის თვის სტატისტიკური მონაცემები კი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ თამამად განვაცხადოთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა პანდემიური პერიოდი სრულად დაძლია და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს გაუსწრო, როგორც მგზავრთნაკადის ისე რეისების კუთხით. მოლოდინები ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კიდევ უფრო დადებით გვაქვს. ველოდებით გაზრდილ სიხშირეებს და ახალ მიმართულებებს. რაც შესაბამისად, აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2022 წლის მაისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 72,104 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის მაისი 64,745 მგზავრი). უწყების განცხადებით, მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. მაისში, აეროპორტში რეისების 115% აღდგა და 241 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის მაისი – 210 რეისი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g