LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის განახლებულ აეროპორტში ოპერირება ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო

68
231743763-3023344311267837-3423462624172283664-n

ქუთაისის განახლებულ აეროპორტში ოპერირება ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო, საუბარია BELAVIA-ზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მინსკიდან პირველი პირდაპირი რეგულარული ავიარეისი 4 აგვისტოს, ავიაკომპანია BELAVIA-მ ბოინგ 737-800-ით შეასრულა.

პირველ რეისს 179 მგზავრი ჩამოჰყვა, რომლებსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციულად, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ცნობისთვის, მინსკი-ქუთაისის საჰარეო ხაზზე პირდაპირი რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები