ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში“ კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა. ახალშობილი 5 კილოგრამს იწონის, ხოლო სიმაღლე 54 სანტიმეტრია.
ახალშობილის დედა კლინიკაში 39 კვირის ორსული, დადასტურებული კორონავირუსით, ერთი დღის წინ შეიყვანეს. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა ზოგადი სისუსტე და ტემპერატურის მატება.
ექიმების თქმით, ამ დროისთვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
“განყოფილებაში პატარა კოვიდსამყარო გვაქვს. გვიხარია, რომ უკვე გამოჯანმრთელებული, ჩვენგან წასული ორსულები თუ მელოგინეები აქტიურად გვიკავშირდებიან და სხვებს უწევენ რეკომენდაციას“,- ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
ამ ეტაპზე „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში მკურნალობა-მეთვალყურეობას 32 ორსული და მელოგინე გადის.