LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაციენტი გადმოყვანილ იქნა მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში… დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“ – კლინიკა „ბომონდი“ გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალზე

1801
კლინიკა ბომონდი

კლინიკა „ბომონდი“, სადაც 10 მარტს ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი ახალგაზრდა გოგო, ლიკა ტალახაძე მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, გასულ ღამეს კი გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს.

ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად 20 წლის გოგო გარდაიცვალა

როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „კლინიკა ბომონდში“ პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში.

პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.

„კლინიკა ბომონდში“ პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.

ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

„კლინიკა ბომონდი“ უსამძიმრებს პაციენტის ოჯახს“, – წერია კლინიკა „ბომონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მშობიარობის შემდეგ სიცხეები ჰქონდა… ექიმს უთქვამს ბრონქების ანთებააო, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ არ ვიცით“ – რას ჰყვებიან ქუთაისში გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალზე

▪️პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის…

Posted by კლინიკა ბომონდი • Bomondi Clinic on პარასკევი, 13 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g