ქრთამის აღებაში ბრალდებულ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს, ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს და ამავე სამსახურის გამომძიებელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარეებს გასაჩივრება თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეეძლებათ.