LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა

74
121183980-1271378199894503-1305823395870067163-o

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა. არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და რეგულაციების შესაბამისად, საზეიმო საღამო ღია სივრცეში-„მწვანე თეატრში” გაიმართა.

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი დაესწრნენ.

„ვულოცავ მესხიშვილის თეატრს ახალი სეზონის გახსნას! ყველას მოგვენატრა ჩვენი თეატრის სპექტაკლები და მოხარული ვარ, რომ მესხიშვილელებმა ახალი თეატრალური სივრცე და სპექტაკლების ნახვის შესაძლებლობა მოგვცეს. დღესვე გავაჟღერეთ ჩვენი ინიციატივის შესახებაც- ქუთაისის მერიის დაფინანსებით ქალაქში კოტე მესხის ძეგლი დაიდგმება.“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

აქვე , თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის „ წლის საუკეთესო ნამუშევარის“ შედეგები გამოცხადდა და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g