LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესხიშვილის თეატრის მსახიობი სცენაზე გარდაცვლილი იპოვეს

468
ფორტუნა (2)

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი რეზი ქაროსანიძე სცენაზე გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ამ დროისთვის მეტი დეტალი ცნობილი არაა.

2017 წელს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი რეზი ქაროსანიძე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ მამაკაცად დასახელდა.

„დაჯილდოებაზე არ ვყოფილვარ, ძალიან გვიან მოვიდა შეტყობინება. ეს ჯილდო ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო,  რომ თავიდან ხუმრობა მეგონა, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ   საუკეთესო ხუთეულში მოვხვდებოდი, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.“ – ამბობდა რეზი ქაროსანიძე.

გასული წლის 26 ნოემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში, ახალგაზრდა რეჟისორის რეზი ქაროსანიძის სადიპლომო სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება გაიმართა.