LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის მერია უსინათლო პირებს გამცილებლის მომსახურებას დაუფინანსებს

2013-2F03-2F27-2F60-2Fblind-b4f71

ქუთაისის მერიამ უსინათლოთა კავშირის წარმოდგენილი პროექტი დააფინანსა. პროექტი უსინათლოებისთვის გამცილებლის მომსახურების ანაზღაურებას ითვალისწინებს.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქუთაისის ფილიალში მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იმყოფებოდა და პროექტის დეტალებზე ისაუბრა.

“ეს არის ერთწლიანი პროექტი, საპილოტე პროგრამა. ამ კუთხით პირველად ვიწყებთ თანამშრომლობას უსინათლოთა კავშირთან. როცა ამ ადამიანებს სჭირდებათ თუნდაც საჯარო დაწესებულებამდე მისვლა და გადაადგილება არ შეუძლიათ, ჩვენ დავფარავთ მათი გამცილებლის შრომის საფასურს. ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროება არის მნიშვნელოვანი და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მათზე ორიენტირებული პროგრამები შევქმნათ,”- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g