ქუთაისში, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო.
არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარედ, გზა ჰქონდათ გადაკეტილი, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, ერთი პირი დააკავეს.
აქციები მიმდინარეობს თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
აქცია მას შემდეგ დაიგეგმა,რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე