LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის მერიის მედიაცენტრიდან „მთავარი არხის“ კომპიუტერი და „ტვ პირველის“ კამერა მოიპარეს

52
Untitled design

ქუთაისის მერიის მედიაცენტრში ქურდობა მოხდა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მედიაცენტრიდან ლეპტოპი და ვიდეოკამერა წაიღეს:

„ქურდობა ქუთაისის მერიის მედიაცენტრში. წაღებულია ჩემი ნოუთბუქი და „ტვ პირველის“ ვიდეოკამერა. კამერებში ჩანს, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი კაცი ფანჯრიდან ოთახში შედის 07:15 საათზე“, – წერს ირაკლი ვაჩიბერაძე სოციალურ ქსელში.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა პირი ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამოღებულია ნივთებიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g