LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ქალაქში არსებული პრობლემების გადასაჭრელად სითითონი ჩატარდება

175
ქუთაისი

21-22 ოქტომბერს, ევროკავშირის პროგრამის „ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ერთობლივი ძალისხმევითა და USAID-ის მხარდაჭერით, ქუთაისში სითითონი (CITYTHON) ჩატარდება.

ქუთაისის სითითონი ჰაკათონის კონცეფციას ეფუძნება და პროექტის ფარგლებში მონაწილეები 36 საათის განმავლობაში ქალაქში არსებული პრობლემების კრეატიულად და ინოვაციურად გადაჭრას ეცდებიან, დემო დღეს კი საკუთარ იდეებს Pitching-ის ფორმატში წარადგენენ.

ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და პარკირება, მშენებლობა და ქალაქდაგეგმარება, ეკოლოგია და გარემოს დაცვა, უსაფრთხოების სერვისები, სოციალური მომსახურება, სკოლამდელი აღზრდა, არაფორმალური განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება – ეს ის თემებია, რომელთა მიხედვითაც მონაწილეები ახალ და ინოვაციურ პროტოტიპებს შექმნიან.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საინფორმაციო ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ 16 + საქართველოს მოქალაქეებს. მონაწილეები მინიმუმ ორ და მაქსიმუმ ხუთკაციან გუნდებად დაკომპლექტდებიან, მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურადაც.

მონაწილეები ღონისძიების დაწყებამდე 3 დღით ადრე ჰაკათონის დავალებებს საინფორმაციო შეხვედრაზე შეიტყობენ, გადაჭრის გზებზე კი უკვე მენტორების და ტრენერების მხარდაჭერით იმუშავებენ.

გამარჯვებული გუნდებისთვის გამოყოფილი საპრიზო ფონდი 15 000 ევროს შეადგენს.

გამარჯვებულისთვის აუცილებელი პირობაა, იმერეთის რეგიონში მეწარმედ რეგისტრირდეს.

ჰაკათონში მონაწილეობისთვის განაცხადის გაგზავნის  ბოლო ვადაა 17 ოქტომბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g