ქუთაისის საავადმყოფოში სავარაუდოდ, ე.წ. ღორის გრიპით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროში გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა იყო თუ არა ოფიციალური მიზეზი H1N1-ის ვირუსი, ჯერჯერობით არ საუბრობენ.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რამდენიმე საათში იქნება ცნობილი, კონკრეტულად რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.