LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს” – საგანგებო განცხადება

935
ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს, წინასწარი ინფორმაციით, 11 ივლისის 07.00 სთ-მდე. აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა.

უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა.

ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული.

ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი – ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას”, – ვკითხულობთ ტექსტში.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა და ჭერის ნაწილი ჩამოინგრა.

ფოტო/ვიდეო: ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა და ჭერის ნაწილი ჩამოინგრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g