ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
25 000 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორიაზე მთლიანად იცვლება ბაქნის არსებული ასფალტის ფუნდამენტი ბეტონის საფარით. ასევე იცვლება შიდა კომუნიკაციები – როგორც სანიაღვრე და წყალარინების სისტემა, ისე ელექტრო სისტემები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მთლიანად შეიცვლება ქუთაისის აეროპორტის ბაქნის კონფიგურაცია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორის ლევან ცხადაძის თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა 11-მდე გაიზრდება, საიდანაც 4 სადგომი დარჩება თვითმავლის ტიპის, ხოლო 7 სადგომი ე.წ. ჩიხურ სისტემაზე გადავა, რაც მცირე დროის მონაკვეთში აეროპორტის მიერ უფრო მეტი საჰაერო ხომალდის მომსახურების საშუალებას იძლევა.