ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიისთვის IT და საკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელი შვეიცარიული კომპანიის SITA მიერ შემუშავებული საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა – 7 ელექტრონული გასასვლელი (E-gate) სატესტო რეჟიმში ჩაეშვა.
საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, ახალი სერვისის მეშვეობით, აღარ მოუწევთ ჩამოფრენისას ვრცელ რიგებში დგომა. ისინი მხოლოდ პასპორტის დასკანერებისა და ბიომეტრიული მონაცემების შემოწმების საფუძველზე მარტივად შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას.
საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებულმა სისტემამ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარზე მოცდის სერვისი 40 წამიდან 18 წამამდე შეამცირა.
საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა ოქტომბრიდან სრულად ამოქმედდება. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა.