LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ახალი ავტოსადგომი მოეწყობა – როგორია ტენდერის პირობები

59
ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ახალი ავტოსადგომი მოეწყობა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ავტოსადგომის მოსაწყობად 4.2 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარსადგენად ვადა 2 დეკემბრამდე აქვს.

ტენდერის პირობების მიხედვით, აშენდება ახალი ავტოსადგომი, რომელიც სამ სივრცედ იქნება გაყოფილი: საერთო დანიშნულების ზონა, VIP და ავტოგაქირავების ზონა და ზონა ტაქსებისა და ავტობუსებისთვის. ავტოსადგომი აღიჭურვება მართვისა და გადახდის სისტემებით. ასეთივე სისტემები მოეწყობა დღეის მდგომარეობით უკვე არსებულ ორ პარკინგ სივრცეზეც.

გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 120 დღე ექნება.

შეგახსენებთ, გასული წლის ზაფხულში დასრულდა ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, რისთვისაც 110 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

 

წყარო: BM.GE

magti 5g