LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 2020-ის მეგაპროექტი, რომელიც რეგიონში განათლებისა და მეცნიერების ჰაბი გახდება

1581
ტევზადზე

მიმდინარე წელს, ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა. მისი მიზანია რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი გახდეს, რის შედეგადაც საქართველო  საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე მოწინავე ადგილს დაიკავებს.
2020 წლის შედეგებზე, რადიო ”ფორტუნას” ეთერში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ ისაუბრა და ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე გაამახვილა.

მეგაპროექტი და ინოვაციური მეთოდები, რომელიც დაგეგმილია უნივერსიტეტში

ეს ნამდვილად მეგაპროექტია, რომელიც სამომავლოდ არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონში განათლებისა და მეცნიერების ჰაბი გახდება.
საუბარია, საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებაზე. ჩვენ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ. მათი პროგრამების განხორციელების საშუალებით, ახალგაზრდებს ევროპული სტანდარტის განათლებას შევთავაზებთ. ერთის მხრივ, ეს არის აკადემიური მიმართულება, ხოლო მეორეს მხრივ მეცნიერება. სამეცნიერო ცენტრები კი უნივერსიტეტის ბაზაზე განვითარდება.

უნივერსიტეტი, ტექნოლოგიების ჰაბი

თანმიმდევრულ მუშაობას ვგეგმავთ. პირველი შედეგები ძალიან წარმატებულია. პანდემიის გამო ბევრი კომპონენტი ჰიბრიდულ ან ონლაინ მეთოდზე გადავიდა. თუმცა, პანდემიამდეც ამ მეთოდის მნიშვნელოვანი გამოყენება დაგეგმილი გვქონდა. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ონლაინ კვლევაში უცხოელი პროფესორები და  დარგის წამყვანი სპეციალისტები ჩაერთონ.

პროექტის მნიშვნელობა და ქვეყნის პერსპექტივა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქვეყანას თანამედროვე განათლების მქონე, საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტულ ახალგაზრდებს გაუზრდის. ასევე აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში განთავსდება ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელშიც დაინერგება პროტონული თერაპიის კლინიკა, რაც კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და განხორციელებას  გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g