LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის შემოვლით გზაზე 41 კმ ორზოლიანი მონაკვეთი და 12 ხიდი შენდება

179
Capture

კორონავირუსული პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული პროექტები არ ჩერდება. ამ ეტაპზე ქუთაისში, შემოვლითი გზის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებს დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გაეცნო.

 

პროექტის ფარგლებში ქუთაისის შემოვლით გზაზე ახალი 41.3 კმ-იანი 2-ზოლიანი მონაკვეთი და 12 ხიდი შენდება. ამ ეტაპზე გზის საფარის მოწყობა, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა მომდინარეობს, ასევე მონტაჟდება საგზაო ნიშნები და გარე განათება.

მაგისტალის ერთ, 19-მეტრიანი მონაკვეთზე სამუშაოები უკვე დადასრულს უახლოვდება და უკვე ივლისიდან ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ხოლო მეორე 56კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა 2020 წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, სადაც ძირითად სამუშაოებს ქართული კომპანია “ბლექ სი გრუპი” ატარებს, განსაკუთრებუად მნიშნელოვანია, რადგან  2-მიმართულებიანი, ცალმხრივი გზა მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლების გარანტია.

პროექტის სახლემწიფო ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარია გამოყოფილი.

magti 5g