LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში 34 წლის ქალი მე-11 შვილის დედა გახდა: მა­რეხს 6 ვაჟი და 5 გო­გო­ნა ჰყავს, მე-11 შვი­ლი კი ვა­ჟია

183
ქუთაისი

ქუ­თა­ის­ში 34 წლის ქალი მე-11 შვი­ლის დედა გახ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას კლი­ნი­კა “ბო­მონ­დი” ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, ბაღ­და­თელ მა­რეხ ბა­ზა­ევს 6 ვაჟი და 5 გო­გო­ნა ჰყავს და მე­თერ­თმე­ტე შვი­ლი ვაჟი შე­ე­ძი­ნა.

“ისე­თი ამ­ბა­ვი უნდა მო­გიყ­ვეთ, სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბას კი­დევ უფრო რომ აა­მაღ­ლებს. “კლი­ნი­კა ბო­მონდში” დე­დას მე-11 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მა­რეხ ბა­ზა­ე­ვი მე-11 შვი­ლის დედა 34 წლის ასაკ­ში გახ­და. მა­რეხს 6 ვაჟი და 5 გო­გო­ნა ჰყავს. მე-11 შვი­ლი კი ვა­ჟია. ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლე დე­დი­სერ­თა ჰყავს, რის გა­მოც გა­და­წყვი­ტეს, მათ შვი­ლებს ბევ­რი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ჰყო­ლო­დათ.

“17 წლის მყავს უფ­რო­სი შვი­ლი. ბაღ­დათ­ში ვცხოვ­რობთ. უფ­რო­სე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, რაც შრო­მას მი­ად­ვი­ლებს. რა თქმა უნდა, რთუ­ლია მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დო­ბა. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო “კლი­ნი­კა ბო­მონდს”, მის გუნდს და ჩემს ექიმს, მა­რი­ნა ჯიმ­შე­ლე­იშ­ვილს. აქ თავს ისე ვგრძნობ, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში”,  – ამ­ბობს მა­რეხ ბა­ზა­ე­ვი.

,,მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დას კლი­ნი­კის­გან სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რი გა­და­ე­ცა” – ნათ­ქვა­მია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები