ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. შემთხვევა ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი მოცურდა და გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და პატრული იმყოფება.
ექიმის ინფორმაციით, დაშავებულები ახალგაზრდები არიან. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.