LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ექიმებმა ახალშობილის გაჩერებული გული აამუშავეს: „სიკვდილ-სიცოცხლესთან ბრძოლაში გავიმარჯვეთ!..“

329
eqimebi203

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს ექიმი, გიული კირთაძე აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოს, სადაც ასახულია პატარა ბავშვის გადარჩენის პროცესი ქართველი ექიმების მიერ – პატარას გული გაუჩერდა და ექიმებმა მისი ამუშავება შეძლეს:

„სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში რომ გაიმარჯვებ, გაჩერებული გული დაიწყებს ფეთქვას, სულ პაწუა, უსუსური, ისევ სუნთქავს, ისევ იბრძვის მოვლენილი დედამიწაზე.

იცოცხლოს, ისუნთქოს და უბრალოდ იცოცხლოს!..“

ამ შემთხვევას ასევე აღწერს  არჩილ ჯალაღონია:

„40 წუთი მიდიოდა გულის მასაჟი, ზუსტად 40 წუთის შემდეგ აღდგა გულის მუშაობა… როდესაც ფონენდოსკოპიც მოვისმინე გულისცემა, სიხარულისაგან მეგონა ღმერთი უკრავდა ამ ხმასო”- მითხრა რეანიმატოლოგმა მესხმა.

სიტყვები არ მყოფნის ამ ადამიანების მიმართ მადლიერების გამოსახატად…

მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ პატარას, ღმერთი მისკენ…“

mazda magti 5g