LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ჩვილი იპოვეს – როგორია ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

212
ბავშვი

ზუგდიდში, ახალშობილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი რუხში, სკოლის გვერდით არსებულ გზაზე იპოვეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.

სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ამ დროისთვის კლინიკაში შემოწმებებს გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები