ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში გვითხრეს, შემთხვევა ნიკეას დასახლებაში მოხდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
“ლიკვიდაციის შემდეგ ეკიპაჟმა მამაკაცის ცხედარი იპოვა, სავარაუდოდ, საშუალო ასაკის” – განაცხადეს უწყებაში.
მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.