ქუთაისში მდინარეში არასრულწლოვანი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, მდინარე წყალწითელაზე მოხდა.
გავრცელებული ცნობითვე, 15 წლის მოზარდი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იყო, რა დროსაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.