ქუთაისში ექიმი მეან-გინეკოლოგი დააკავეს. შ.თ – ს ბრალი ნარკოდანაშაულისთვის წარუდგინეს.გავრცელებული ინფორმაციით, ის სამშობიარო სახლ „ბომონდის“ ექიმია.
სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება “მორფინის” შემცველი ამპულა ამოიღეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.