LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

159
სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს:

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 19 დეკემბერს, ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს“. – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g