LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში საქართველოს ფოსტის განახლებული სერვისცენტრი გაიხსნა

46482706_10156928250700929_8624240200895168512_n

საქართველოს ფოსტამ ქუთაისში, თამარ მეფის ქ.№56-ში განახლებული სერვისცენტრი გახსნა, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს სწრაფი, სანდო და მოქნილი საფოსტო სერვისებით. სერვისცენტრის განახლებაში, სადაც 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული, კომპანიამ 100 000-მდე ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და განახლდა ტექნიკური აღჭურვილობა.

„განახლებული ინფრასტრუქტურა საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი, ხელმისაწვდომი გავხადოთ სრული საფოსტო მომსახურება და შევქმნათ კომფორტული სამუშაო გარემო. საქართველოს ფოსტა ორიენტირებულია განვითარებაზე, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ვცდილობთ მომხმარებელზე მორგებული გავხადოთ საფოსტო პროდუქტები. ჩვენი მიზანია პროფესიონალიზმით და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით შევქმნათ მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპებიდან გამომდინარე დავიცვათ და უზრუნველყოთ თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილამდე, წელიწადის ნებისმიერ დროს და ამინდში, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს გზავნილის საიმედო და სწრაფ მიწოდებას,“ – აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

მიმდინარე წელს საქართველოს ფოსტამ 5 სერვისცენტრი განაახლა, წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 2  სერვისცენტრის განახლება.

შეგახსენებთ, საქართველოს ფოსტა ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 82 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g