LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკვეს

qutaisidakaveba

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით, 1 პირი დააკავეს. აღნიშნული დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.

“1988 წელს დაბადებული, ამჟამად ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.შ. პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც იგი ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ვალუტის გადამცვლელ ერთ-ერთ ჯიხურს თავს დაესხა და მეპატრონეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხას სთხოვდა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ დაცვის პოლიციის ინკასაციის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც ბ.შ., კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი: ავტომატი და პისტოლეტი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g