ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, 2022 წლის 1 იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით, ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე დამატებითი რეგულარული ფრენები შესრულდება ყოველ ორშაბათს და შაბათს.
ჯამში, მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, Jazeera Airways საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Jazeera Airways-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.