LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვებს, „შარიკებს“ და არმატურებს ისვრიან. ვუთხარით, რომ სპეცრაზმის გამოყვანის დროა იმიტომ, რომ ვიღაც დაზიანდება, ვიღაც მოკვდება: გიგა მაქარაშვილი

192
მაქარა

„სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ადამიანები ქვებს, „შარიკებს“ და არმატურებს ისვრიან. მისივე თქმით, მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს უთხრეს, რომ სპეცრაზმის გამოყვანის დროა, რადგან ადამიანები სერიოზულ დაზიანებებს მიიღებდნენ აღნიშნული საგნებით, რაზეც ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მათ მიერ ადგილზე მიყვანილი სამარშრუტო ტაქსებით „მდუმარე აქციის“ მონაწილეები ტერიტორიას დატოვებენ, შემდეგ იმოქმედებენ.

„ქვებს, „შარიკებს“ და არმატურებს ისვრიან. ვუთხარით, რომ სპეცრაზმის გამოყვანის დროა იმიტომ, რომ ვიღაც დაზიანდება, ვიღაც მოკვდება…

რამდენიმე ადამიანმა დაუწყო ყვირილი და მერე თქვეს, სამარშუტო ტაქსები გვყავს შემოყვანილი, ვისაც გასვლა უნდა იმათ გამოვიყვანთ და მერე ვიმოქმედებთო.

მითხრა საჭირო თუ გახდება ეგრევე გამოვიყვან სპეცრაზმსო“, – აცხადებს გიგა მაქარაშვილი.