LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეითის აღმომჩენი სისტემა არაეფექტურია – ექსპერიმენტი

89
people-find-sistem

ამერიკის ავტომობილთა ასოციაციამ ჩაატარა უამრავი ცდა, რომელშიც სხვადახვა ავტომობილები ფეხით მოსიარულეთა აღმომჩენი სისტემის ეფექტურობაზე შეამოწმეს. შედეგად კი დადგინდა, რომ ტექნოლოგია საჭირო მომენტში არ მუშაობს.

ტესტებში Honda Accord, Tesla Model 3, Toyota Camry და 2019 წლის Chevrolet Malibu მონაწილეობდნენ. თავიდან ისინი სიბნელეში გამოსცადეს და დაადგინეს, რომ ასეთ დროს ადამიანის შემჩნევა სისტემას არ შეუძლია.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფეხით მოსიარულეთა 75% სწორედ დაბინდების შემდეგ იღუპება და შესაბამისად, ასეთ დროს სისტემა უფრო უკეთ უნდა მუშაობდეს.

შემდეგი ტესტები დღის განათების თანხლებით ტარდებოდა. თითოეული ავტომობილი სხვადასხვა სცენარით გამოსცადეს – ზრდასრული ქვეითი ჭრის გზას, ბავშვი გადმორბის მოულოდნელად, რამდენიმე ზრდასრული ერთად გადადის გზაზე და ა.შ.

ექსპერტთა შეფასებით, გარდა დღე-ღამის დროისა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ავტომობილის სიჩქარეც. მაგალითად, თუკი შეჯახება 30 კმ/სთ-ით მოძრაობის დროს ხდება სერიოზული დაზიანებების მიღების შანსი 18%-ია. ხოლო თუკი სიჩქარე 15 კმ/სთ-ით უფრო მეტია – ტრავმების ალბათობაც 50%-მდე იზრდება.

ფეხით მოსიარულეს აღმომჩენი სისტემა ყველაზე კარგად დღისით, 30 კმ/სთ-ით გადაადგილების დროს მუშაობს. ასეთ დროს ავარიათა 40%-ის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. თუმცა, მაშინ როცა გზაზე ბავშვი გამორბის, ავარია 89%-ში მაინც ხდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები