LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვემო ფონიჭალაში პლასტმასის საწარმო გაიხსნება

521

შპს „პოლიმერი 1“ ქვემო ფონიჭალაში პლასტმასის საწარმოს ააშენებს.

საწარმო  პლასტმასისა და პლასტმასის ნაწარმის სხვადასხვა სახეობის პროდუქციას გამოუშვებს, მათ შორის, პოლიეთილენის გოფრირებულ და არა გოფრირებული მილებს.

კომპანია წელიწადში სულ მცირე 500 000 გ/მ პროდუქციის გამოშვებას გეგმავს.

საწარმოს შექმნისა და წარმოების დაწყების მიზნით შპს ”პოლიმერი” 665 778 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „პოლიმერი 1“–ს  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ქვემო ფონიჭალას 2990.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 204  პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 444 400 000 მილიონ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10 000-ზე მეტი ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g