LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა – დაშავდა 2 ადამიანი

140
Untitled design (1)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, მეორე ცვლაში მოხდა.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სოფელ ნატანებში მერის წარმომადგენელი ვალერიან ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ „ჭერიდან ჩამონგრეული ბათქაში ორ ადამიანს – დამლაგებელს და მშობელს დაეცა, თუმცა მათ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ“.

მისივე ინფორმაციით, დამლაგებელი კლინიკაშია გადაყვანილი.

„ბათქაში ჩამოინგრა და ორ ადამიანს – დამლაგებელს და მშობელს დაეცა. არაფერი ისეთი უსაშველო არ ხდება. დამლაგებელი ქობულეთის კლინიკაში არის გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – აცხადებს ვალერიან ვაჩეიშვილი.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 124 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები